სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აღკვეთა

samart-2საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქეები - მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროსა და კლუბში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს ფართებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროს და კლუბის მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.