საზოგადოება
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის – დავით დადიანის შვილი – ანდრია დადიანი 1850 წელს დაიბადა. 2010 წელს დაგეგმილი იყო ზუგდიდში მისი დაბადების 150 წლისთავის აღნიშვნა, მაგრამ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ამ იუბილის აღნიშვნა მომავალი წლისთვის გადაიდო.
დაგეგმილია ზუგდიდის ჭადრაკის სახლთან ანდრია დადიანის სახელობის სკვერის გახსნა და, სადაც ახლა მეორე მსოფლიო ომის გმირის – ზოია რუხაძის ბიუსტი დგას, დაიდგმება დადიანის ბიუსტი.
გავრცელებული ვერსიით, ასევე დაგეგმილი იყო ანდრია დადიანის ბიუსტის გვერდით დადგმულიყო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ზუგდიდის მკვიდრის - ნონა გაფრინდაშვილის ბიუსტიც, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილის პოლიტიკური ორიენტაციის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა.