აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და დავრჩები!“

1-est-aqtual-3-analitსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზინდეტმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად საუბარია შეზღუდულ უფლებებზე, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა პარლამენტში არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში და პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.