აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „დავეთანხმე იმ მოსაზრებას, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა“

1-garikk-aqtual-2საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს კითხვა საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, ის დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა.

პასუხი რა უნდა გაკეთდეს, ამაზე დარბაზის პირველ რიგებში შეგიძლიათ იხილოთ, ხედავთ არაერთი ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც ვაშინგტონში არის, ქართული დელეგაცია დღეს ნიუ იორკში მუშაობს. ეს არის აქტიური და აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ქართული პრობლემატიკა და საკითხები შეერთებული შტატების რადარებთან მივიტანოთ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.