საზოგადოება
საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრი განმარტებას გააკეთებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდებების საპასუხო განცხადებასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
„საჯარო რეესტრმა 2 დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია. არადა მყისიერად უნდა მომხდარიყო. ეტყობა 2 დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ივანიშვილთან შეთანხმება, მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში. თუმცა ის ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და აუცილებლად აგებს პასუხს", - აცხადებს ნიკა გვარამია.
სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა. ასე ეხმაურება ტელეკომპანია რუსთავი 2 გენერალური დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას (ვიდეო. იხ. აქ). გვარამია ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლებამ ფაქტიურად დახურა, ვინაიდან არხისთვის გადაკეტილია ყველა ალტერნატიული ფინანსური წყარო. "ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ" - აცხადებს ნიკა გვარამია ხელისუფლების მისამართით.