2009 წლის ბრძანებით გამოცემული ე.წ. ნარუშილოვკები გაუქმდა
საქართველო, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები – ე.წ. ნარუშილოვკები ძალადადკარგულად გამოცხადდა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ.
“ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანხმადაც, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადადკარგულად გამოცხადდეს. შესაბამისად, ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება. ახალი, სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების, საჭიროების შემთხვევაში კონტროლისა და მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტირონგის ქმედითი სისტემა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.