ქუთაისის საფეიქრო ფაბრიკა კვლავ კრიზისშია
ქუთაისის საფეიქრო ფაბრიკისთვის კრიზისული პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. როგორც ფაბრიკის დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კრიზისმა საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და მისი მუშაობა, ფაქტობრივად, 2 წლით შეაჩერა.
მისი თქმით, 2008 წლიდან წარმოებაზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობდა და კომპანიის შემოსავლები დღემდე არასტაბილური რჩება. ფაბრიკის დირექტორი აცხადებს, რომ რეალურi დახმარების მოპოვებას მხოლოდ ექსპორტის საშუალებით შეძლებენ, ხოლო შიდა ბაზრით წარმატების მიღწევის იმედი მათთვის არ არსებობს. ფაბრიკამ უკვე დაიწყო უკრაინასთან საექსპორტო მოლაპარაკებები. 2011 წლისთვის მენეჯმენტი ახალი ტექნოლოგიური დანადგარების შეძენას გეგმავს.