სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება აიკრძალება
საქართველო, 1 ოქტომბერი,
საქინფორმი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება აიკრძალება.
მოსამართლეს კი გადაწყვეტილების გამოსატანად ერთთვიანი ვადა ექნება. პარლამენტი კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომდევნო კვირას იმსჯელებს. დეპუტატი პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანით, ყველა მხარის უფლებები დაცული იქნება.
პაატა კიკნაველიძე: გამოსახლების საქმეებზე დადგინდა საქმის განხილვის ერთ თვიანი საპროცესო ვადა. მეორე, ამ კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელეს, თუკი მათ არ გააჩნიათ სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველი სავალდებულო წესით გადაუვადდებათ ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.