სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ავღანეთში დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

1-naCalnik-samart-3საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული მებრძოლის - ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით ასეთი გმირების წინაშე. ძალიან მძიმეა თითოეული ვაჟკაცის დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის“,  - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში,"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.