სამართალი
შსს-მ თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნა

1-beka-samart-2საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბექა ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.