ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავში გაიმართა
საქართველო, 1 ოქტომბერი,
საქინფორმი.
ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი უამრავმა ადამიანმა მიაგო. მათ შორის დაღუპულის ოჯახის წევრებს ყოფილმა პრემიერმა
ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. დაღუპულ ჯარისკაცს 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების გვერდით დაკრძალავენ.
ბიძინა ივანიშვილი: „მან მისი მეგობრების მსგავსად მტერსაც და მოყვარესაც თვალნათლივ აჩვენა, რომ ქართული სული ისევ ცოცხლობს და იბრძვის, რათა ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი ღირებულებები და განვითარდეს თანამედროვე, დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად. ღრმად მწამს, ვასილ ყულჯანიშვილის და სხვა ქართველ გმირთა თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელზედაც მათ უოცნებიათ“.