საზოგადოება
საქართველოში პირველად ამპუტანტ ვეტერანებს მაღალ ტექნოლოგიური პროთეზები უსასყიდლოდ დაუმზადდებათ

1-amput-sazog-2საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მსოფლიო ბაზარზე ლიდერ საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკთან“ და საქართველოში არსებულ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან ერთად  სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა. მემორნდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ სახელით თამილა ერისთავმა და კლაუს ფროლოხმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება პირველ ეტაპზე 30 ამპუტანტი ვეტერანისთვის გამოკვლევების ჩატარება და მათთვის პროთეზების დამზადება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ოტტობოკის“ დელეგაცია სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია.  სპეციალისტებმა ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარეს და პროთეზებისთვის ზომები აიღეს.

დელეგაცია გერმანიიდან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით ესტუმრა. სამუშაო შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომპანია „ოტტობოკს“ არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.