აქტუალური
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2012 წელს 69,9% იყო, ხოლო 2014 წელს - 71,6%-ია.
2012 წელთან შედარებით საქართველომ რეიტინგი 3 პუნქტით გაიუმჯობესა და 2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა, რითაც გაუსწრო რეგიონისა და, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა შორის არიან - საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, რუსეთი, მოლდოვა.მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.
მმართველობის ექვსივე მაჩვენებლიდან კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში რაც, გარდა ამ კვლევისა, ასახულია სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებშიც.