საზოგადოება
საქართველოს რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, 2012 წელთან შედარებით 2014 წელს 27 ადგილით გაუმჯობესდა - ამის შესახებ ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა

1-ban-saz-3-anსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი.  რეიტინგში   საქართველოს შემდეგ მოხვდნენ აზერბაიჯანი და უკრაინა. პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის მხრივ საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელს 24,6% იყო, ხოლო 2014 წელს 35,9 %-ს შეადგენს.

მნიშვნელოვნად, 16 ადგილით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიციები გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, კერძოდ, 2012 წლის პროცენტული მაჩვენებელი 49,8% იყო, ხოლო 2014 წელს - 55,7%-ია.

გამოხატვის უფლების და ანგარიშვალდებულების ინდიკატორის მიხედვით,  რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი.

შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.