რედაქტორისგან
პუტინი კი არ ასულა გაეროს მაღალ ტრიბუნაზე, არამედ გაეროს ტრიბუნა აიყვანა მაღალ დონეზე, რომელიც იმთავითვე გათვალისწინებული იყო ამ უნიკალური ორგანიზაციის შემქმნელების მიერ! - არნო ხიდირბეგიშვილი

1-putt-pol-3mtavarრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ჩარლი როუზთან ინტერვიუში, 2015 წლის 28 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე, შეაქო ამერიკა „მის წინაშე მდგომი პრობლემებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, გულწრფელობისა და თავისუფლებისათვის, რომელიც ადამიანების შინაგანი პოტენციალის გახნისსაშუალებას იძლევა. „ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ ამის გამო ამერიკამ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია თავის განვითარებაში“, - განაცხადა პუტინმა, რითაც მესიჯი გაუგზავნა თავის ამერიკელ კოლეგას, რომელიც, სამწუხაროდ, ბარაქ ობამამ ვერ გაიგო, რაც ცხადად გამოჩნდა მისი ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლისას გაეროში (3-ჯერ 15-წუთიანი რეგლამენტის გადაჯარბებით). დიახ, აშშ-ის პრეზიდენტი „გულმოწყალედ“ დათანხმდა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების მხრიდან, რუსეთისა და ირანის ჩათვლით, დახმარების მიღებას, თუმცა უწინდებურად იჟინებდა სირიის ლეგიტიმური პრეზიდენტი ბაშარ ასადის გადადგომას (სხვათა შორის, ერთადერთის, ვინც ქურთებთან ერთად „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის). დაადასტურა რა ამით, რომ ვაშინგტონი „ძალოვანი“ პოლიტიკის, ერთპოლარული მსოფლიოს კონცეფციის და ე. წ. დემოკრატიული რევოლუციების ექსპორტის ტაქტიკის მომხრედ რჩება, რაც თანმიმდევრულად გააკრიტიკა პუტინმა, თუმცა, არ იცოდა - რას იტყოდა ობამა თავის გამოსვლაში მასზე ნახევარი საათიღ ადრე...

„ამერიკის შემოქმედებითი მიდგომა მის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი“, რისთვისაც პუტინმა ამერიკა შეაქო, სრულდება, როცა საქმე ეხება მსოფლიო ჟანდარმის როლზე უარის თქმას, ხოლო პუტინის მიერ ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ნახსენები „გულწრფელობა და თავისუფლება“ წინაზრახვად და მტრობად გადაიქცევა, ოღონდ რუსეთს არ დაეთანხმოს და პირველობის „დაფნის გვირგვინი“ არ დაუთმოს. ეს გამომჟღავნდა ლიბიისა და სირიის, ერაყისა და უკრაინის პრობლემების მაგალითზე, რომლებმაც პუტინის გამოსვლაში ცენტრალური ადგილი დაიკავეს.

ჯერ კიდევ 2011 წლის 4 აპრილს, გაგანია „არაბული გაზაფხულისას“, რომან ტემნიკოვთან ინტერვიუში News24.az-თვის „აშშ-თვის მთავარი იყო - ევროპა გაეწირა, მოეწყო ქაოსი, რომელიც ისლამურ სამყაროს ახალ არაბულ ხალიფატად გაერთიანებისკენ უბიძგებდა, ჩინეთის საპირწონედ!“ - მე პირველად განვაცხადე, რომ აშშ-ის გეგმა - ხელი შეეწყო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ახალი „არაბული ხალიფატის“ შექმნისთვის, თანაც, არა მარტო „საერო რეჟიმების“ საპირწონედ, როგორც პუტინმა გაეროში გუშინწინ განაცხადა, არამედ რუსეთისა და ჩინეთის საპირწონედ, მაქსიმალურად შეემცირებინა მათი ტრადიციული გავლენა რეგიონში, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი დიპლომატიურად გაჩუმდა და თავის გამოსვლაში „აშშ“ ან „დასავლეთი“ ერთხელაც სიტყვით არ უხსენებია!

თუმცა, „დემოკრატიული რევოლუციების“ სცენარი თავიდანვე მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა - მართვადი ქაოსის შექმნა არ მოხერხდა, „ოპოზიციონერები“ ხალისით იღებდნენ დოლარებსა და იარაღს, შემდეგ კი „ისლამური სახლემწიფოს“ რიგებში გადადიოდნენ, როგორც აღნიშნა პუტინმა, იმიტომ, რომ „ისინი სასტიკნი, თუმცა არა ბრიყვნი და პრიმიტიულნი არიან... ხელისუფლების ვაკუუმმა კი ანარქიის ზონები შექმნა“. დიახ, აშშ-მა ახალი „არაბული ხალიფატი“ შექმნა სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ ამერიკული დოლარებითა და იარაღით მომძლავრებულმა მონსტრმა დრუნჩი არა ჩინეთისა და რუსეთის, არამედ თავისი „უანგარო“ სპონსორებისა და ინსტრუქტორებისკენ მიაბრუნა!

დღეს აშშ რულეტში წაგებულ მოთამაშეს წააგავს, რომელიც გამთენისსას ფსონზე უკანასკნელ გროშებს ჩამოდის, წაგებულის ამოღების მიზნით, იმის ნაცვლად, რომ შეჩერდეს და გონს მოვიდეს! და როგორც ხშირად მთავრდება მსგავსი აზარტული თამაშები, ბოლოს გაისმის სროლა საფეთქელში... ოფიციალურ ვაშინგტონს არ ესმის, რომ უკვე დაუთმო ლიდერობა რუსეთს, ვისი წყალობითაც იხსნება აშშ-ის „თავის ტკივილი“ - ირანის ატომური პროგრამა. რისთვისაც ამერიკამ რუსეთისადმი „მადლიერება“ დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით გამოხატა. მაგრამ პუტინმა მაინც შეასრულა თავისი სამშვიდობო მისია, თუმცა იცოდა, რომ ირანულ ნავთობზე ამერიკული ემბარგოს მოხსნა კიდევ უფრო მეტად გააიაფებს ბარელს, შესაბამისად - მოახდენს რუბლის დევალვირებას.

გაეროს გენასამბლეაზე თავისი გამოსვლისას პუტინმა პირველად განაცხადა, რომ ეს ეკონომიკური სანქციები, თურმე, სულაც არ წარმოადგენს „აღშფოთებული“ დასავლეთის იარაღს უკრაინაში „რუსული აგრესიის“ წინააღმდეგ, არამედ მიმართულია რუსეთის, როგორც ეკონომიკური კონკურენტის, მოშორებაზე. „ცალმხრივ სანქციებს, გაეროს გვერდის ავლით, პოლიტიკური მიზანი აქვს და ამასთან, ეკონომიკური კონკურენტების მოშორების საშუალებას იძლევა, - განაცხადა პუტინმა, - რიგი ქვეყნები დახურული ექსკლუზიური ეკონომიკური გაერთიანებების გზით წავიდნენ, თანაც მოლაპარაკებები მათი შექმნის შესახებ კულუარულად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სურთ ყველა ჩვენგანი დაგვაყენონ იმ ფაქტის წინ, რომ თამაშის წესები შესაძლოა გადათამაშდეს, თანაც, მსო-ს მონაწილეობის გარეშე“. შემდგომ პუტინმა  აღარ დაიწყო ფრჩხილების გახსნა და დაკონკრეტება, ამ ჩრდილოვანი გაერთიანებების სუბიექტები ხომ დარბაზში ისხდნენ! მხოლოდ გაკვრით აღნიშნა უკანონო ოპერაციები ნავთობპროდუქტებთან, იარაღთან და ნარკოტიკებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხორციელდება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიებსა და დასავლეთის „ფარისეველ“ ქვეყნებს შორის, კანონიერებისა და დემოკრატიის ამბიციები რომ აქვთ.

გასახარია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა წინადადება წამოაყენა, დაჩქარდეს ინტეგრაციული პროცესები, მოიყვანა რა მაგალითად რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა და „აბრეშუმის ახალი გზის“ პროექტი, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოზე გადის და რომელშიც, ჩინეთში ქართული დელეგაციის ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთო საქართველო, გააფორმა რა ჩინეთთან შეთანხმებების დიდი პაკეტი. პუტინს მიაჩნია, რომ „აბრეშუმის გზა“ ევროპული და ევრაზიული კავშირების „ჰარმონიზაციის“ პოლიტიკის, მათ შორის - ეკონომიკურის, ინსტრუმენტად გამოდგება, რომლემაც ამჟამინდელი „ექსკლუზიურობის“პოლიტიკა უნდა ჩაანაცვლოს.  

აღმოსავლეთით ნატოს უსაფუძვლო გაფართოება (მათ შორის - საქართველოში), როცა დიდი ხანია აღარ არსებობს სსრკ და ვარშავის შეთანხმება, რომელთა „გაწონასწორებაც საჭიროა,“ „ან - აღმოსავლეთი, ან - დასავლეთი“ - პუტინმა გაკიცხა დილემები, რომლის წინაშეც ხალხებს (მათ შორის - ქართველ ხალხს) ცივილიზებული ევროპისა და აშშ-ის ლიდერები აყენებენ. თუმცა დარბაზში მსხდომ პოლიტიკურ ელიტას სულაც არ შერცხვენია თავისი ორპირობისა და პროვინციალური პრიმიტივიზმის. მეტიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისე მოიწყინა, რომ მთქნარება აუტყდა თავისი პრეზიდენტი ობამას გამოსვლის დროსაც კი! დღეს კი, გაეროში პუტინის გამოსვლიდან მესამე დღეს, ჯონ კერიმ პრაქტიკულად ბოდიში მოიხადა თავისი პრეზიდენტის ნაცვლად და აღიარა აშშ-ის პოლიტიკის სიმცდარე - CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნაზე და ითხოვს ამ ქვეყანაში ხელისუფლების „თანმიმდევრულ“ გადაცემას! რაც, უთუოდ, პუტინის მორიგ დიდ გამარჯვებას  და, 10-წლიანი შესვენების შემდეგ, გაეროს გენასამბლეაზე მისი ისტორიული გამოსვლის პირველ შედეგს წარმოადგენს.

1-putt-shuashi-marjniv

გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საერთაშორისო ტეორიზმის საპირწონედ განუყოფელი უსაფრთხოების თეორიის და ანტიტერორისტული კოალიციის (ანტიჰიტლერულის მსგავსი) შესთავაზებით პუტინმა, ექიმივით, გაუწოდა დასავლეთს ერთადერთი მხსნელი რეცეპტი, მაგრამ ავადმყოფი ხომ ცხვირს განზე სწევს სასიცოცხლო მიქსტურისგან, რადგან არ ესმის, რომ სიკვდილი ემუქრება! ტერორისტთა ბომბებისგან, უკვე ათი ათასობით რომ შეაღწიეს მათ ქალაქებში, ასობით ათას დევნილთან ერთად, რომლებიც ხვალ მათ საკუთარი სახლებიდან გამოყრიან, რათა შიგ თვითონ შესახლდნენ... ამერიკას, რომელმაც სირიაში ჩაფლავების გამო რუსეთზე შური იძია უკრაინაში, არ სურს აღიაროს, რომ მაინც მოუწევს რუსეთისთვის დახმარების თხოვნა მის მიერვე მოწყობილი სისხლიანი სასაკლაოსგან ცოცხლად გასაღწევად, როგორც უკვე მერამდენე წელია, რუსეთის გარეშე ავღანეთიდან ვერ გაუსწრია! დღეს ხომ დასავლეთი ისეთივეა, როგორიც გასული საუკუნის 40-იან წლებში - ამერიკის და ევროპის „შინაგანი პოტენციალი“ (პუტინის ინტერვიუს დასაწყისში ნახსენები გამოთქმა -რედ) და მეორე ფრონტი იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი მათ გარეშეც იმარჯვებს! „ისლამური სახელმწიფო“ კი, რომელიც დღეს „კანონშია“, იგივე ფაშისტური გერმანია, ტყუილუბრალოდ კი არ დაიწყო პუტინმა თავისი გამოსვლა იალტის კონფერენციის გახსენებით - „იალტის დაბალანსებულისისტემით, ანტიჰიტლერული კოალიციის ლიდერებმა ტანჯვით რომ შეიმუშავეს“, რომლის სიკეთით მრავალი წლის განმავლობაში ყველა სარგებლობდა.

მთავარი, რითაც რუსეთის პრეზიდენტის აღმშენებლობითი ტონალობის გამოსვლა მისი ამერიკელი კოლეგისა და ყველა დანარჩენის გამოსვლისგან განსხვავდებოდა, ისაა, რომ პუტინი გამოდიოდა არა როგორც მენტორი და მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ როგორც მთელი მსოფლიოს ლიდერი - ლაპარაკობდა საერთო, მათ შორის - აშშ-ისა და არაბული ქვეყნების, თურქეთისა და იორდანიის, ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობაზე ოპერირებდა კეთილისა და ბოროტის ფილოსოფიური კატეგორიებით, მოუწოდებდა არა მარტო თამაშის წესების, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვისკენ. პუტინი კი არ ასულა გაეროს მაღალ ტრიბუნაზემ არამედ პუტინმა აიყვანა გაეროს ტრიბუნა მსოფლიო არბიტრის იმ მაღალ დონეზე, რაც იმთავითვე ჩაფიქრებული იყო ამ უნიკალური საერთაშორისო ორგანიზაციის შემქმნელების მიერ, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად რომ წააგავს პოლიტიკურ სატელევიზიო თოქ-შოუს... „გაეროს მუშაობის საბაზო პრინციპები, რომლენიც 1946 წლის იანვარში ლონდონში, გენასანბლეის პირველ სესიაზე გამოცხადდა - კეთილი ნება, ინტრიგებისადმი ზიზღი და თანამშრომლობის სულისკვეთებაა“, - მოუწოდა პუტინმა და წუხილით აღნიშნა, რომ გაეროს, როგორც მოძველებული ორგანიზაციის, იგნორირება, რომელსაც, თურმე შეიძლება არ გაუწიო ანგარიში, ეს ის კოლიზიაა, რომელსაც შედეგად „ეგოიზმი მოაქვს“. შემდეგ კი გადავიდა „ხელისუფლებათა ლეგიტიმურობისა“ და  მთელ მსოფლიოში პროტექტორატების შექმნის საკითხზე. რუსეთის პრეზიდენტმა დამსწრეებს ოსტატურად უბიძგა აზრისკენ, რომ გაეროს საქმიანობის პრონციპების განმსაზღვრელი იალტის ხელშეკრულების იგნორირებამ ისეთივე სავალალო შედეგები მოიტანა, როგორიც უკრაინაში დარეგულირების პროცესის განმსაზღვრელი მინსკის შეთანხმების იგნორირებამ.

თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში რუსეთის პრეზიდენტი შეეხო ბიოსფეროს, ტექნოსფეროსა და ეკოლოგიის პრობლემებს, რომლებიც, საერთაშორისო ტერორიზმივით, არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს. ამ მიმართულებით პუტინმა წამოაყენა რიგი მნიშნელოვანი ინიციატივები, რადგან კლიმატის გლობალური ცვლილების გამო არანაკლებ ცხელა, ვიდრე ტერორისტების აფეთქებებისგან...

1-put-qvem-marcxniv

P. S. ძვირფასო თანამემამულენო! გაეროს ტრიბუნაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ მსოფლიოს ორი ლიდერი - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები. ერთიმეორის მიყოლებით (ობამა - 45 წუთი, პუტინი კი 25 წუთი) ისინი გულწრფელად ჰყვებოდნენ - როგორ წარმოუდგენიათ მსოფლიო. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციიდან რომელი უფრო ესადაგება საქართველოს, რომელს უფრო პერსპექტიულად მივიჩნევთ? „საქართველოს №1 მეგობრის“, როგორც ჩვენში 2003 წლიდან  აშშ-ის პრეზიდენტია მიჩნეული, თუ „საქართველოს №1 მტრის“, როგორც 2003 წლიდან წარმოგვიდგენდნენ რუსეთის პრეზიდენტს სააკაშვილი და „რუსთავი 2“, დღეს კი იმავეს გვინერგავენ პრეზიდენტი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი? პირადად მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს, როცა ისვრიან ყარაბაღსა და უკრაინაში, სირიასა და ავღანეთში, სადაც იღუპებიან ქართველი ჯარისკაცები, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ლიდერმა, დაუყოვნებლივ  უნდა დაიწყოს არაოფიციალური კონტაქტების დამყარება ვლადიმერ პუტინთან. რომელსაც შემდგომ ოფიციალურ დონეზე გააგრძელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 30 სექტემბერი
საქართველო, თბილისი