აქტუალური
გამომცემლობა “კომერსანტმა” სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფის” დაკვეთით პირველი ქართული სახელმძღვანელო გამოსცა სადაზღვევო საქმის შესახებ.
წიგნი მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, ამიტომ ამ სფეროს სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა.საქართველოში სადაზღვევო ბაზარი 20 წელია ვითარდება, თუმცა თანამედროვე ქართულენოვანი სახელმძღვანელო დღემდე არ არსებობდა.
“ჩვენ ხშირად ვაცხადებთ, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირეა, თუმცა ნაკლებად ვაღიარებთ, რომ ამაში ქართულ კომპანიებს თავადაც მიუძღვით წვლილი. ისინი ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავენ ახალი კადრების გასაზრდელად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეიდან “არდი”-ს სახელი პირველი ქართული სადაზღვევო სახელმძღვანელოს გამოცემას დაუკავშირდება. “არდი” სამომავლოდ კიდევ ბევრ სასარგებლო სიახლეს შემოგთავაზებთ,” - აღნიშნა “არდი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა არმაზ თავაძემ.