სამართალი
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ლევან ა. და ირაკლი ე. რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქე მაკა ბ-ს და მის თანმხლებ ორ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს - ონუკა ვიქტორ ჩ-ს და ონუკა დანიელ ჩ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.