აქტუალური
ქობულეთის ტურისტული ზონა ინვესტორებს ნაკლებად აინტერესებთ

qobuleti-turist-zonaინვესტორებს "ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში" სასტუმროების ასაშენებლად განაცხადების წარდგენის ვადას უკვე მეორედ უზრდიან. ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადასტურებენ. "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის ვადა დღეს ეწურებოდათ, თუმცა ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს კიდევ ერთ შანსს აძლევს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტურისტული ზონის" პროექტი ერთ-ერთმა მოთამაშემ დატოვა, თუმცა ოფიციალური პირები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. შეგახსენებთ: ინვესტორებს, რომლებთანაც სახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელ სასტუმროებზე ხელშეკრულებები გააფორმა, პირობის შესრულება 15 თვის ვადაში მოუწევთ.