აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „რა თქმა უნდა, შეცდომები იყო ქვეყნის შიგნით“

1-ekon-aqtual-3საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი.  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლარი ერთი მხრივ გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ამავე დროს ინფლაციური პროცესებიც წავიდა. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო ქვეყნის შიგნით. უფრო აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება გატარებულიყო, მაგრამ ძირითადში ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია გარე ფაქტორებმა და, სამწუხაროდ გარე ფაქტორებს ვერ გამოასწორებ, რადგან ჩვენ მასზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გვაქვს. აი, ამ პრობლემებმა შეანელეს ეს ეკონომიკური მოლოდინი, რაც გვქონდა", - აღნიშნა, კერძოდ, პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მომავალს, მარგველაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კვლავ ნარჩუნდება.

თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან რჩება. გლობალური პროექტები ხორციელდება, რომელსაც კასპიის და შავ ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს და საქართველოს როლს უფრო გაზრდის. რამდენი ხნით დაამუხრუჭა ამ კრიზისმა რეგიონის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან კრიზისი როდის ამოიწურება, ამის პროგნოზირება რთულია. იმედი არის, რომ ამ კრიზისის გადასვლის შემდეგ, საქართველოს ისევ აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების უნარი", - განაცხადა, კერძოდ, პრეზიდენტმა.

„მე ყველაზე მეტად მაინტერესებს... როდის გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ჩვენ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე ან ორმაგ მოქალაქეობაზე ვიფიქროთ, არამედ დავბრუნდეთ ქვეყანაში. ყველას წასვლა უნდა საქართველოდან. ძირითადი მიზეზი არის არასტაბილური ეკონომიკური სიტუაცია", - აღნიშნა, კერძოდ, დიასპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.