აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა, თუმცა დრო უნდა მომწიფდეს“

1-margv-aqtual-2-analitსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს შეკითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ორმაგ მოქალაქეობაზე დაუსვეს.

რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკუსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.