საზოგადოება
„საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რომელთა მიზანიც ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექმნაა“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1-sekt-sazog-2საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. “ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან გატანილი ექსპორტის ოდენობა აღემატება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისკენ და შესაბამისი მოლაპარაკებების დასრულებისკენ 2016 წლის სექტემბრისთვის,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება“, - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.