პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს და გაიანას პრეზიდენტს შეხვდა

1-angel-polit-1-mtavსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. კანცლერმა საქართველოს მთავრობის მეთაური მოიკითხა და წარმატება უსურვა.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაიანას პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე დავიდ არტურ გრეინჯერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაიანას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

1-angel-polit-1-qvem