უცხოეთი
პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას რფ-ის დელეგაციამ გაეროს გენასამბლეის დარბაზი დატოვა

1-delega-zar-3საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროში მსოფლიოს მდგრადი განვითარების სამიტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

დონბასში მიმდინარე ომის ყოველი დღე 5 მილიონი დოლარი გვიჯდება, რაც შეგვეძლო გამოგვეყენებინა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა კრიზისი კი ყველაზე დიდ პრობლემად იქცა ქვეყანაში. უკრაინას სურს სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ მაქსიმუმს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებისთვის", - განაცხადა პოროშენკომ.

სამიტზე სიტყვით ბარაკ ობამაც გამოვიდა. მან განსაკუთრებული ყურადღება, როგორც მოსალოდნელი იყო მიგრანტების კრიზისზე გაამახვილა. მან მსოფლიოს ქვეყნებს მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის დახმარებისკენ მოუწოდა.