სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1-moS-samart-1საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ცისანა . თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებული მოქალაქეებისგან თანხებს ითვისებდა. ცისანა ჯ-ს მიერ თაღლითური გზით მოპოვებული თანხა ჯამში 51 000 აშშ დოლარს შეადგენს.