საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ივანიშვილზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც მისი ჩამოშორების გეგმის ნაწილია“ - ხიდაშელს ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ

1-niko-sazog-3-analitსაქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ივანიშვილზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც მისი ჩამოშორების გეგმის ნაწილია. ალბათ ყველას გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ თინა ხიდაშელმა მისი პოლიტიკაში დაბრუნება რომ მოითხოვა. მას სხვებმაც აუბეს მხარი. ექსპერტებიც გამოვიდნენ და განაცხადეს, ან პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ან ქვეყანა უნდა დატოვოსო“, - ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ ახალ თაობასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხალხს სულ სხვა მიზნებით უნდა პოლიტიკაში ექსპრემიერის დაბრუნება.

მათი მიზანია ირაკლი ღარიბაშვილის ჩაძირვა, რის შემდეგაც უკვე ბიძინა ივანიშვილს მიადგებიან. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ის არა, რომ ადამიანს ხელისუფლებაში მოსვლას აიძულებდე. იმ ადამიანმა გარკვევით თქვა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, თუ აქ ცუდად წავა საქმე.

ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ზეწოლებით ივანიშვილი პოლიტიკაში შემოიყვანონ და მერე გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ და საბოლოოდ მოიშორონ. ეს არის შეთქმულება ექსპრემიერის წინააღმდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში? ირაკლი ღარიბაშვილი თავის საქმეს მშვენივრად უძღვება“, - აცხადებს მჟავანაძე.