თბილისის ქუჩებში ანტიდასავლური შინაარსის პროკლამაციებს არიგებენ
საქართველო, 28 სექტემბერი,
საქინფორმი. უცნობი ადამიანები თბილისის ქუჩებში არიგებენ ფურცლებს, რომელზეც წერია, ამერიკის მთავრობა კოსმოსიდან, თანამგზავრიდან ახორციელებს რადიაციულ დასხივებას და ეს საგანგაშოა.
„ამერიკის მთავრობა კოსმოსიდან, თანამგზავრიდან ახორციელებს რადიაციულ დასხივებას ჩემს ოჯახზე. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია! ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა! ეს საგანგაშოა!”, - წერია ფურცელზე.