პოლიტიკა
„თავისუფალმა თაობამ“ საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

1-lado-pol-2-an-mtსაქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდულმა ორგანიზაცია თავისუფალმა თაობამ“ 25 სექტემბერს თუმანიშვილის სახელობის თეტრში ერთი წლის იუბილე აღნიშნა. ღონიძიებას 400 ზე მეტი დელეგატი და სხვადასხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თავისუფალი თაობის ერთ -ერთმა დამფუძვნებელმა ლადო სადღობელაშვილმა, რომელმაც გაიხსენა თუ რამ განაპირობა შექმნილიყო ყველასგან დამოუკიდებელი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე. ასევე შეჯამდა განვლილი ერთი წელი, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აქციები, ბრიფინგები, სხვადასხვა ინიციატივები. თავისუფალმა თაობამ საზოგადოებასა და მხარდამჭერებს ერთგვარი ანგარიში ჩააბარა, თუ რა მიზანი ჰქონდა ყოველ მათ აქტივობას.

როგორც ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციას აქვს სურვილი და ადამიანური რესურსი იმისა, რომ დაფუძნდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ამჟამად კი რუსთავსა და იმერეთის რეგიონში, თუმცა ჯერჯერობით ამის მატერიალური რესურსი არ არსებობს. საღამოს ესწრებოდა ბატონი რეზო ამაშუკელიც, რომელმაც თავისუფალ თაობას“ იუბილე მიულოცა და თანადგომა გამოუცხადა.

1-lado-pol-2-an-qvem