პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა (ვიდეო)

1-dip-polit-3-analitსაქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ფიზიკური დაპირისპირებით და ერთი პირის დაკავებით დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან გამართული აქცია (ვიდეო იხ. აქ).

ერეკლე მეორის საზოგადოება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, დიპლომატიური კავშირების აღდგენას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ითხოვდა.

თუმცა, აღნიშნული მოთხოვნები თავისუფალი ზონის“ წევრებმა გააპროტესტეს, რა დროსაც კონტრაქციების მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრი დააკავეს.