გუშინ სანდო წყაროს ინფორმაციით, საქინფორმს შეგვატყობინეს, რომ ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ტოტალიზატორი და კაფე კეთდებაო.
ამ საკითხზე საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ქუთათურებს გაესაუბრა. მათ აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გვაცნობა, ადგილობრივი მცხოვრებნი აქამდეც ვერ ეგუებოდნენ შუა ქალაქში ''სლოტკლუბების'' არსებობას, რომლებიც უსაქმურთა თავშეყრის ადგილად უფრო იქცა, ვიდრე შემოსავლიანი ბიზნესის წყაროდ.''რა ჯანდაბა გვჭირს, რომ ყოველ მეორე ღია კარში ''სლოტკლუბია'' გახსნილი? ამ საქმეს თუ არ მიხედა ხელისუფლებამ, ძალიან ცუდად იქნება საქმე. ჩემი აზრით, არაფრის მომტანია, უბედურების გარდა. სადმე მაინც გადაიტანონ, გარეუბანში ერთად მოუყარონ ყველაფერს თავი. უფრო ორგანიზებული სახე რომ ქონდეს და ინფრასტრუქტურაც უწყობდეს ხელს, მაშინ რეალურად შემოსავლიანი ბიზნესი იქნებოდა.
ამიხსენით, ხალხო, რა უნდა მესხიშვილის თეატრში ''სლოტკლუბს''? სირცხვილია. სად ხდება მსგავსი რამ? ბარემ შიგ თეატრში გაეხსნათ ტოტალიზატორი!'' - გიორგი ფურცხვანიძის ამ გულისტკივილს მისიარა ერტი თანაქალაქელი იზიარებს. რა არის ეს? ვინ მოიფიქრა საერთოდ? ვის გაუჩნდა ეს იდეა? - ამ კითხვების პასუხი მრავალ ქუთაისელს აინტერესებს.