უცხოეთი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანული ტელეარხი ZDF-თვის მიცემულ ინტერვიუში ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ შეუძლია უკრაინული ენის სწავლა, იმიტომ, რომ ის ძალიან სასაცილოა.
ინტერვიუერი კლაუს კლებერის კითხვაზე, რატომ იყენებს უფრო ხშირად მიხეილ სააკაშვილი რუსულ და არა უკრაინულ ენას, მიხეილ სააკაშვილმა მიუგო:„არ შემიძლია უკრაინული სწავლა, ძალიანაც რომ მოვინდომო. არ შემიძლია მუდამ ვიცინოდე, ჩემთვის ეს ენა წარმოუდგენლად სასაცილოა. იმ რამდენიმე ჯერზე, როცა უკრაინულად დავილაპარაკე, ძლიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტექსტი დამეზუთხა, როგორც სკოლაში, თუმცა უფრო დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო მომენტებში არ გამცინებოდა. ვიბნევი ამ „здобулы“, „зрады“ და „перемоги“-ში.
დიახ, ოდესჩინის მცხოვრებლებთან ურთიერთობაში, ძირითადად, რუსულ ენას ვიყენებ, სანამ ის ჯერ კიდევ ნებადართულია, რადგან, ქართული, სამწუხაროდ, არავის ესმის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა გერმანული გამოცემის ეთერში.