სამართალი
შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა

1-taglit-SAMART-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა იოსებ . თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, თაღლითურად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ, 450 ყუთ საბავშვო ჰიგიენურ საფენს, რითაც აღნიშნულ კომპანიას 28 800 ლარის ზარალი მიაყენა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული პროდუქციის ნაწილი გაყიდა. სამართალდამცველებმა ფული და მითვისებული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.