საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში და აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის“
1-kumsa-SAZOG-3-ANALITსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
„ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში. აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე იყო განხილული ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ აღნიშნული ცხოვრებაში რეალურად გადაიქცეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. „რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ისევე, როგორც მონეტარული პოლიტიკის ნაწილში უფრო მკვეთრ ქმედებებს, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურეს თავიანთი სრული მზადყოფნა ქმედებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საჭიროება არ დადგება. დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საჭიროებას არ გვაჩვენებს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ქმედება განვახორციელოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.