საზოგადოება
„გააჩერეთ მანქანა, ხალხს მინდა მივეფერო“ – ილია მეორე

1-mank-SAZOG-1-RELIGსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ასე მიმართა პატრიარქმა თავის დაცვას, რომელიც ცდილობდა, რომ მანქანისთვის, სადაც პატრიარქი იჯდა,  გზა გაეთავისუფლებინა. პატრიარქმა ფანჯარა ჩამოწია, ხალხის წინ მდგარი დაცვა, რომელიც შინდისელებს მოუწოდებდა მანქანას ჩამოცილებოდნენ  თავისთან მიიხმო და ბავშვები და შინდისელი გმირების ოჯახები კიდევ ერთხელ დალოცა.

პატრიარქმა მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი მოინახულა და მათ საეკლესიო ნივთები და თანხა გადასცა. ილია მეორემ ნიქოზში მშვიდობის პარაკლისი გადაიხადა და მოსახლეობა დალოცა.

ღმერთმა ინებოს, რომ მალე გამთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს", - ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქმა სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 17 შინდისელი გმირი იბრძოდა, ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია აკურთხა და გმირულად დაღუპული ბიჭების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.

გორის რაიონის სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად საქველმოქმედო ფონდ "კალას" დაფინანსებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა.