აქტუალური
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ორი ოპოზიციური პარტია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებს. პოლიტიკურ წრეებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამშრომლობაზე უკვე საუბრობენ.
მანანა კობახიძე: „სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგა შალვა შავგულიძე და სხვა კოლეგები თავისუფალი დემოკრატებიდან ახლა არიან ნაც. მოძრაობის ხომალდში. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ვულოცავ მათ. მათ მოახერხეს ის, რომ ერთად შეეტანათ სარჩელი“.„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ცალკეულ საკითხებზე თანამშრომლობას არ უარყოფენ თავისუფალი დემოკრატები. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რაზეც შესაძლოა მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრი ერთმანეთს დაემთხვეს.
რამაზ საყვარელიძე: „წინა არჩევნების შედეგებმაც და შემდგომმა განწყობებმა აჩვენა, რომ ნაციონალებს დაბალი რეიტინგი აქვთ. მათთან მისული პოლიტიკური ძალას, დაბალი რეიტინგი ძირს წაიღებს და სხვა მხრივ არ დაეხმარება“.