პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
1-adminis-POLIT-3საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იყო ეკონომიკური საბჭოს სხდომის მთავარი თემები, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში; ეკონომიკა 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.