აქტუალური
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „სტუდია მაესტროს“ მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება

1-komiss-aqtual-2საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს სტუდია მაესტროს გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოების  დაწყებას და ამ პროცესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მფლობელების განცხადებებს ეხმიანება.

კომისიამ დაიწყო საქმის ვითარებაში გარკვევა, გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია შპს სტუდია მაესტროს“ გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების შესახებ. დამატებით განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გააკეთდება.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოებამ არ უნდა შეაფერხოს ერთ-ერთი მსხვილი და რეიტინგული ტელეკომპანიის მაუწყებლობა.