საზოგადოება
გიორგი ქადაგიძე: „ინფლაცია საქართველოში უკვე 5% ცოტა მეტია, თუმცა ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია...” (ვიდეო)

1-infla-sazog-2საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში საუბრისას გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). გიორგი ქადაგიძის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი 5% ცოტა მეტია.

სამწუხაროდ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტზე დამოკიდებული და ეს აისახება ფასებზე. აღსანიშნავია, რომ დადებითად მოქმედი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, რეკორდულად დაბალი ფასი ნავთობზე, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. ჯამურად, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.