საზოგადოება
„იმპორტი შემცირებულია მილიარდი დოლარით და ეს უკვე აისახა ლარზე!“ - გიორგი ქადაგიძე „გვირაბის ბოლოს მწვანე შუქს“ ხედავს (ვიდეო)

1-gvirabi-sazog-1საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროსესსა და მიზეზებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" საუბრობს (ვიდეო იხ. აქ). მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ წონასწორობა აღდგეს და პროცესები მძიმედ არ აისახოს მოსახლეობაზე, აუცილებელია აღდგეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში.

გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოტანა იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია, სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით დიდმა ქვეყნებმა. დღეს საუბარი იმაზე მიდის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და გაჩერდა თუ არა პროცესი. დღევანდელ პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარმა იპოვნა თავისი ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით. თუ კიდევ გაგრძელდა ზეწოლა ლარზე, ეროვნული ბანკი უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს. მეორე მხრივ, მთავრობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მესამე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვჭირდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება, რომელიც არის მწვანე შუქი ინვესტორებისთვის“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.