რადაში ყირიმის ენერგეტიკული ბლოკადის დაწყებით იმუქრებიან
საქართველო, 23 სექტემბერი,
საქინფორმი. ამის შესახებ უკრაინული "მე-5 არხის“ ეთერში ფრაქცია
"პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატმა, ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერმა
რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აქციის მეორე ეტაპზე შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნება ოქტომბერში.
"კალანჩაკისა" და "ჩაპლინკას" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კვლავ დგას სატვირთო მანქანების გრძელი რიგები, თუმცა დაახლოებით 40 მანქანა ორი რიგიდან გუშინ მიტრიალდა და უკრაინის სხვა ქალაქებში გაემგზავრა", - განაცხადა ჩუბაროვმა.