სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ონის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს
1-mexanZre-samart-1საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.