პროდუქციის გაძვირებაზე ახალი საგადასახადო კოდექსიც იმოქმედებს
ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ სახმელეთო გადაზიდვები გაძვირდება. იანვრიდან ფოთიდან თბილისის შემოგარენში განთავსებულ ტერმინალებამდე შიდა გადაზიდვები დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს.
გადამზიდავ კომპანიებში მიიჩნევენ, რომ მათთვის საგადასახადო ტვირთი არ გაიზრდება, რადგან 18% პირდაპირ დამკვეთს, ანუ ტვირთის მეპატრონეს დააწვება. საბოლოოდ კი პროდუქცია მომხმარებლისთვის გაძვირდება. მოქმედი კანონმდებლობით უცხოეთიდან შემოტანილი ტვირთის ფოთიდან თბილისამდე სახმელეთო გზით გადმოტანა საერთაშორისო გადაზიდვად ითვლება და დღგ-სგან გათავისუფლებულია.