პოლიტიკა
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: „ვიმედოვნებთ ხელისუფლების მოქმედებები დროული და კანონიერი იქნება“

1-ufleba-polit-2-analitსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. უფლებამდაცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის სპიკერი გიორგი თევზაძის განცხადებით, თურქეთი ორმაგ თამაშს აწარმოებს აფხაზეთთან მიმართებაში.

ოფიციალური თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების პარალელურად თურქეთში გახშირდა ღონისძიებები, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად არის მიწვეული, რაც რბილად რომ ითქვას არამეგობრული დამოკიდებულებაა. არ გვსურს ვიფიქროთ, რომ შექმნილი მდგომარეობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არათანმიმდევრული და პასიური პოლიტიკის შედეგია. აუცილებელია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამ კონკრეტულ ფაქტებზე, აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაციების და სუბიექტების მხრიდან კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რათა მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავს შემთხვევებს. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ და ოპერატიულად განახორციელონ კანონიერი რეაგირება, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების მოქმედებები იქნება დროული და კანონიერი, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ხოლო კანონის დამრღვევმა სუბეიქტებმა პასუხი აგონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, –აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.