პრეზიდენტმა პოროშენკომ ყირიმის ბლოკადას ყირიმელი თათრების საზოგადოებრივი აქტივისტების აქცია უწოდა
საქართველო, 22 სექტემბერი,
საქინფორმი. მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურებმა - უკრაინელმა მესაზღვრეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მიიღეს ბრზანება, უზრუნველყონ წესრიგის დაცვა და პროვოკაციების აღკვეთა აქციების ჩატარებისას. სააგენტოს ცნობით, გასულ დღე-ღამეს არც ერთი სატვირთო მანაქანა არ შესულა ნახევარკუნძულთან არსებული საზღვრის გამშვებ პუნქტებში.
ყირიმის სავაჭრო ბლოკადის აქცია დაიწყო 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, საგუშაგოებზე "
ჩონგარი", "
კალანჩაკი" და "
ჩაპლინკა". იგი ყირიმელი თათრების მეჯლისის აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. რუსეთში აკრძალული "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტებმა მეჯლისის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.