შსს-მ 50 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღო
საქართველო, 22 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
მერაბ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, 50 შეკვრად დაფასოებული, 12,8096 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.