სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1-napad-samart-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ნიკა . პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი -ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.