საზოგადოება
„2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება“ - ნოდარ ჯავახიშვილი

1-ukrep-sazog-3-analitსაქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსს, კონკრეტულად კი გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელს - 2,54-ს.

სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციურის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია... ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54- ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ.

რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 % დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება.

საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.