საზოგადოება
„ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას“ - ნოდარ ხადური
1-khad-saz-2საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტი ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.  მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ. „მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.