რელიგია
ილია მეორე: „იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს დაიბრუნებს“

1-arqi-sazog-1-relig-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. 20 სექტემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქი მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოს ევგენის მასპინძლობს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაამთავრა.

მისწავლია ამ წმინდა მონასტერში რვა წლის განმავლობაში. ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საბადოა. მე გულითადად მივესალმები მთავარეპისკოპოს ევგენის, მის თანმხლებ პირებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ღვთისმშობელ დედას შევთხოვთ, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ეკლესიებში”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს წმინდა სამების ხატი გადასცა. თავის მხრივ, სამებაში შეკრებილ მრევლს მთავარეპისკოპოსმა ევგენიმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება.