აქტუალური
„თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, სწორედ, საქართველო იყოს კავკასიის რეგიონში, ასევე, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის განათლების, ინოვაციის, დებატების, კრიტიკული დისკურსისა და ახალი იდეების წარმოშობის ეპიცენტრი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საკითხებს: რეგიონული უსაფრთხოება, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, თანამედროვე შეიარაღებული ძალების როლი, გარდამავალი დემოკრატიების მართვა და გამჭვირვალობა. კურსს კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები, ლორა კლერი და ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი უძღვებიან. სემინარი 2 ოქტომბერს დასრულდება.