„პანორამა თბილისის" მსგავსი პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ“ - ალიბეგაშვილი
საქართველო, 22 სექტემბერი,
საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომელიც
"პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ის გაეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის, რაც გასათვალისწინებელია.
„მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ თბილისის იმ პრეტენზიის ქალაქია, რომელიც უნდა გახდეს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონული ცენტრი, არამედ ახლო აღმოსავლეთის. მსგავს პროექტებს, რომლებიც დაამშვენებს, გაალამაზებს ჩვენს დედაქალაქს, ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ "თბილისი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა".